Coldplay

COLDPLAY ტურნეში იქამდე არ წავა, სანამ მას გარემოსთვის სასარგებლოს არ გახდის

NME.com

ბრიტანული ჯგუფი Coldplay ტურნეებს იქამდე არ ჩაატარებს, სანამ არ მოიფიქრებენ როგორც გახადონ ისინი გარემოსთვის სასარგებლო - ამის შესახებ სოლისტმა კრის მარტინმა ისაუბრა.

Coldplay-ის ახალი ალბომი ხვალ, 22 ნოემბერს გამოვა და ჯგუფი არც ამ ალბომის ტურნეში არ წავა.

"ჩვენ არ მივდივართ ამ ალბომის ტურნეში. ჩვენ შემდეგი ერთი ან ორი წლის განმავლობაში შევისვნებეთ, სანამ არ მოვიფიქრებთ როგორ გახდეს ჩვენი კონცერტები არამარტო სახალისო, არამედ სასარგებლო", - თქვა კრის მარტინმა.

ჯგუფის წევრები ამჟამად იორდანიის დედაქალაქ ამანში იმყოფებიან, სადაც ისინი ორ კონცერტს გამართავენ და ამას პირდაპირ ეთერში იუთუბზე გადასცემენ.

ბოლო ტურნე Coldplay-ის 2016-2017 წლებში ჰქონდა, როდესაც მსოფლიოს გარშემო 122 კონცერტი ჩაატარეს.

"საუკუთესო შემთხვევაში, ჩვენი შემდეგო ტურნე გარემოსადმი მიძღვნილი იქნება. იმედი გაგვიცრუვდება თუ ის ნახშირორჟანგისგან თავისუფალი არ იქნება. ყველაზე ძნელი არის რაღაცების თვითმფრინავის გარეშე გადატანა. თუმცა, ჩვენი ოცნება არის, რომ ჩავატაროთ კონცერტი და ერთი პლასტმასის ნივთიც კი არ გამოვიყენოთ", - თქვა კრის მარტინმა.

კომენტარები