Coldplay

COLDPLAY-ს ახალი სიმღერის პრემიერა კოსმოსში გაიმართა

ბრიტანული როკ-ბენდის Coldplay-ს ახალი სიმღერის Higher Power პრემიერა კოსმოსში გაიმართა.

გალაქტიკის მასშტაბით სინგლის გავრცელებაში ბენდს ორბიტაზე მყოფი ფრანგი ასტრონავტი ტომას პესკე დაეხმარა.

სინგლის ჩართვის მომენტში ჯგუფის წევრები და ასტრონავტი ერთმანეთს პირდაპირ ეთერში ესაუბრებოდნენ.

Higher Ground ტიტულიანი ბენდის ახალ, რიგით მეცხრე სტუდიურ ალბომში შევა.

პირველი სიმღერა, რომელიც კოსმოსში გაჟღერდა Jingle Bells გახდა. საახალწლო კომპოზიცია Gemini IV-A-ს ეკიპაჟის წევრებმა 1965 წლის 16 დეკემბერს ჩართეს. კოსმოსში დაკრულ სხვა ცნობილ კომპოზიციებს შორისაა დევიდ ბოუის Space Oddity და ელვის პრესლის Heartbreak Hotel.

კომენტარები