Netflix-ის დოკუმენტური ფილმი, "Five Foot Two", პოპ ვარსკვლავ Lady Gaga-ზე, 22 სექტემბერს გამოვა.
ფილმის რეჟისორი კრის მუკარბელია, იგი ერთი წლის განმავლობაში იღებდა მომღერლის მზადებებს კონცერტებისთვის, ახალი ალბომისთვის, Superbowl-ზე გამოსვლისთვის. ასევე ფილმში მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა პოპ ვარსკვლავი პრობლემებს ჯანმრთელობასთან.
Lady Gaga-მ ფილმის რამდენიმე ტრეილერი საკუთარ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა. კლიპებიდან ჩანს მომღერალი როგორ იტარებს სამედიცინო პროცედურებს NRG სტადიონზე გამოსასვლელად, Superbowl-ის შოუში მონაწილეობის მისაღებად.
ტრეილერებიდან ასევე ვიგებთ მის ემოციურ მდგომარეობასაც.
"მე მარტო ვარ, ყოველ ღამე და საბოლოოდ ყველა დამტოვებს," ამბობს მომღერალი. " ისინი დამტოვებენ და მე ვიქნები მარტო სახლში. ისინი ყოველ დღე მეხებიან და ჩემზე საუბრობენ, საბოლოდ კი სრული სიჩუმეა."
დოკუმენტური ფილმის თავდაპირველი პრემიერა 5 სექტემბერს ტორონტოს ფილმების ფესტივალზე შედგება. მაყურებლებისთვის ხელმისაწვდომი კი ფილმი 22 სექტემბერს, Netflix-ზე, გახდება.