მარკ ცუკერბერგი

მარკ ცუკერბერგს მეორე შვილი ეყოლა და მას ემოციური წერილი მიუძღვნა

Facebook.com

გუშინ, Facebook-ის დამფუძნებელ, მარკ ცუკერბერგს და მის ცოლს, პრისცილა ჩანს, მეორე შვილი ეყოლათ და მას ოგუსტი დაარქვეს.

ცუკერბერგმა შვილს Facebook-ის საშუალებით ემოციური წერილი მიუძღვნა, სადაც იმაზე ისაუბრა თუ როგორ სამყაროში სურს მისი შვილის გაზრდა.

"ძვირფასო ოგუსტ,

კეთილი იყოს შენი მობრძანება სამყაროში! დედა და მამა ძალიან აღელვებულები არიან, რათა აინტერესებთ როგორი გაიზრდები.

როდესაც შენი და დაიბადა, ჩვენ დავწერეთ წერილი იმის შესახებ, თუ როგორ სამყაროში გვინდა რომ შენ და ის გაიზარდოთ - მსოფლიოში უკეთესი განათლებით, ნაკლები დაავადებებით, უფრო ძლიერი საზოგადოებებით და უფრო მაღალი ხარისხით. დავწერეთ, რომ მეცნიერებასა და ტეგნოლოგიებში პროგრესის დამსახურებით, თქვენი თაობა უფრო კარგად იცხოვრებს ვიდრე ჩვენი და ამიტომ პასუხისმგებლობა გვაკისრია, რომ ამ ყველაფერში წვლილი შევიტანოთ. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ამბები ხშირად იმაზე ამახვილებს ყურადღება რა ხდება არასწორად, გვჯერა რომ კარგი და პოზიტიური ამბები გაიმარჯვებს. ჩვენს ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი თქვენი თაობისა და მომავლის მიმართ.

მაგრამ გაზრდაზე საუბარს, გვირჩევნია ვისაუბროთ ბავშვობაზე. სამყარო სერიოზული ადგილია, ამიტომ მნიშვნელოვანია დრო გარეთ გაატარო და ითამაშო.

როდესაც გაიზრდები დაკავებული იქნები, ამიტომ ვიმედოვნებ რომ გამონახავ დროს დაყნოსო ყვავილები და შეაგროვო ის ფოთლები, რომლებიც გინდა. ვიმედოვნებ წაიკითხავ შენს საყვარელ Dr. Seuss-ის წიგნებს იმდენჯერ რომ საბოლოოდ საკუთარი ისტორიების გამოგონებას დაიწყებ პერსონაჟებზე. ვიმედოვნებ ატრაქციონებზე მაქსთან ერთად იმდენჯერ გაერთობი, სანამ ყველა ფერად ცხენს არ მოათვინიერებ. ვიმედოვნებ იმდენს ირბენ ჩვენს მისაღებ ოთახში რამდენიც მოგესურვება და ასევე ვიმედოვნებ რომ ბევრჯერ ჩათვლემ ხოლმე. მინდა შენს სიზმრებშიც გრძნობდე რამდენად გვიყვარხარ ჩვენ.

ბავშვობა მაგიურია. შენ მხოლოდ ერთხელ ხარ ბავშვი, ამიტომ არ დაკარგო ბევრი დრო მომავალზე ნერვიულობაში. ჩვენთვის ეს გააკეთე, თავის მხრივ კი ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სამყარო უკეთესი ადგილი იყოს შენთვის და ყველა ბავშვისთვის.

ოგუსტ, ძალიან გვიყვარხარ და აღევლვებულები ვართ ამ თავგადასავალში შენთან ერთად ყოფნისთვის. გისურვებთ მხიარულებას, სიყვარულს და ზუსტად ისეთ იმედს, როგორიც ჩვენ მოგვეცი.

სიყვარულით, დედა და მამა"

კომენტარები