მარკ ზაკერბერგი

META-ს სასამართლოში ბავშვთა სექსუალურ ექსპლუატაციასთან ბრძოლაში უმოქმედობის გამო ადანაშაულებენ

Facebook-ის დამფუძნებელი, მარკ ცუკერბერგი
Financial Times  

მარკ ზაკერბერგისა და Meta-ს სხვა პლატფორმების დირექტორებს Faceebook-ზე და Instagram-ზე სექსუალური ტრეფიკინგისა და ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის წინააღმდეგ ბრძოლაში უმოქმედობის გამო ადანაშაულებენ.

საჩივარში, რომელიც 20 მარტს გამოქვეყნდა რამდენიმე საპენსიო და საინვესტიციო ფონდის მიერ, რომლებიც Meta-ს აქციებს ფლობენ, ნათქვამია, რომ Meta-ს ხელმძღვანელობამ და საბჭომ კრიმინალური აქტივობის "სისტემურ მტკიცებულებებზე" თვალის დახუჭვით კომპანიისა და აქციონერების ინტერესები ვერ დაიცვა.

იმის გათვალისწინებით, რომ საბჭომ ვერ ახსნა, თუ როგორ ცდილობს პრობლემის აღმოფხვრას, "ერთადერთი ლოგიკური დასკვნა არის ის, რომ საბჭომ შეგნებულად გადაწყვიტა Meta-ს პლატფორმებზე სექსუალური ტრეფიკინგი და ადამიანებით ვაჭრობა დაეშვა". - ნათქვამია საჩივარში.

Meta უარყოფს სარჩელის საფუძველს, რომელიც დელავერის კანცელარიის სასამართლოში იყო შეტანილი. "ჩვენ ვკრძალავთ ადამიანის ექსპლუატაციას და ბავშვთა სექსუალურ ექსპლუატაციას. ამ სარჩელში არსებული პრეტენზიები არასწორად ახასიათებს ჩვენს ძალისხმევას ამ ტიპის აქტივობებთან საბრძოლველად. ჩვენი მიზანია, ხელი შევუშალოთ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ, სხვების ექსპლუატაციისთვის ჩვენი პლატფორმა გამოიყენონ." - ნათქვამია 21 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კომენტარები