Game of thrones

Game of Thrones-ის 10 მსახიობი, რომელიც სერიალის განმავლობაში შეიცვალა

სერიალ Game of Thrones-ის 7 სეზონის განმავლობაში არსებობენ პერსონაჟები, რომელთა მსახიობებიც ერთხელ ან რამდენიმეჯერ შეიცვალნენ.

1. დაარიო ნაჰარისი

დაარიო ნაჰარისის როლს Got-ის მე-3 სეზონში ბრიტანელი მსახიობი ედ სკრეინი თამაშობდა, იგი შემდეგ სეზონებში ჰოლანდიელმა მსახიობმა, მიკიელ ჰიუსმანმა ჩაანცვლა.

2. ღამის მეფე

მე-4 და მე-5 სეზონებში ღამის მეფის როლს მსახიობი რიჩარს ბრეიკი ასრულებდა. მე-6 სეზონიდან კი მას ვლადიმირ ფურდიკი თამაშობს.

3. დიკონ ტარლი

დიკონ ტარლის როლს მე-6 სეზონში ფრედი სტრომა ასრულებდა, მაგრამ ის ABC-ის სერიალ Time after time- ში როლზე დაამტკიცეს, რის გამოც მას სამეფო კარის თამაშების დატოვება მოუწია. სტრომა დიკონ ტარლის როლზე ტომ ჰოფერმა ჩაანაცვლა.

4. სამთვალა ყორანი

სამთვალა ყორნის როლს, მე-4 სეზონის ჩათვლით ბრიტანელი მსახიობი, სტრუან როჯერი ასრულებდა. მე-5 სეზონში ის მაქს ვონ სიდოუმ ჩაანაცვლა.

5. ლოთარ ფრეი

წითელი ქორწილიდან ერთ-ერთი დასამახსოვრებელი პერსონაჟის, ლოთარ ფრეის როლს ტომ ბრუკი ასრულებდა. მე-6 სეზონში კი ის დანიელ ტუიტით ჩაანაცვლეს.

6. რიკარდ კარსტარკი

რიკარდ კარსტარკის როლს პირველ სეზონში სტივენ ბლაუნი ასრულებდა, ის მეორე სეზონშივე შეცვალეს და მის მაგივრად ჯონ სტალი დაამტკიცეს.

7. სელისე ბარათეონი

როდესაც ჩვენ სტანის ბარათეონის ცოლი მე-2 სეზონში პირველად ვნახეთ, მას სარა მაკკივერი თამაშობდა. მე-3 სეზონში სელისე ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი გახდა და მის როლზე ახალი მსახიობი- ტარა ფიცჯერალდი დაამტკიცეს.

8. ტომენ ბარათეონი

ტომენ ბარათეონის შემსულებელი პირველ და მეორე სეზონში კალუმ ვარი იყო, მესამე სეზონში ის დინ-ჩარლზ ჩაპმენმა ჩაანაცვლა.

9. მირსელა ბარათეონი

მირსელა ბარათეონის შემსრულებელი პირველ და მეორე სეზონებში ირლანდიელი მსახიობი აიმი რიჩარდსონი იყო. პერსონაჟი მე-5 სეზონამდე არ გამოჩენილა, ამიტომ ის ნელ ტაიგერ ფრიმ ჩაანაცვლა.

10. მთა

სამეფო კარის თამაშების ერთ-ერთი პერსონაჟის, მთის როლი, სამ მსახიობს აქვს შესრულებული. პირველ სეზონში მას ავსტრალიელი მსახიობი, კონან სტივენსი ასრულებდა, მეორე სეზონში ის იან ვაიტმა ჩაანცვლა, მეოთხე სეზონიდან დღემდე მთის როლს ჰაფბორ იულიუს ბიორნსონი ასრულებს.

კომენტარები