სტიქია

ტეხასში ქარიშხალი ჰარვი მძვინვარებს

AFP

აშშ-ში, ტეხასის შტატში ქარიშხალი ჰარვი მძვინვარებს.

ჰარვი აშშ-სთვის უკანასკნელი 13 წლის მანძილზე ყველაზე ძლიერი ქარიშხალია. ქარის სიჩქარე საათში 215 კმ-მდეა.

ქარიშხალი, რომელიც თავდაპირველად მეოთხე კატეგორიის იყო, ხმელეთზე გადმოსვლის კვალდაკვალ, პირველ კატეგორიამდე ჩამოვიდა, თუმცა დიდ ნალექსა და ძლიერ დატბორვას ელიან.

სტიქიის გამო ასიათასობით ადამიანს ელექტროენერგიის მიწოდება გაეთიშა. მნიშვნელოვნადაა დაზიანებული საცხოვრებელი სახლები და სხვა შენობები, ასევე ხეები. ამ ეტაპზე ყველაზე დიდი ზარალი ქალაქ როკპორტს მიადგა.

პრეზიდენტმა ტრამპმა ტეხასი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა.


ფოტო: GETTY IMAGES


ფოტო: AFP


ფოტო: REUTERS

კომენტარები