ავიაცია

მსოფლიოს ყველაზე გრძელი რეისი, სიდნეი-ლონდონი 20 საათზე მეტ ხანს გაგრძელდება

boeing.com

20 საათი და 20 წუთი არის ლონდონი-სიდნეის პირდაპირი რეისის ხანგრძლივობა, რომელსაც Qantas შეასრულებს. ავიაკომპანია აქტიურად განიხილავს ორი "ულტრაგრძელი" მარშრუტის, სიდნეი-ლონდონისა და სიდნეი-ნიუ იორკის დამატებას, თუმცა კომპანიას ერთი პრობლემა აქვს - დღეს ამ მანძილის დაფარვა არცერთ სამგზავრო თვითმფრინავს არ შეუძლია.

Qantas-ი ერთ-ერთი პირველი ავიაკომპანია იქნება, რომელიც 2020 წელს Beoing-ის ახალ თვითმფრინავს, 777X-ს მიიღებს. ახალი თვითმფრინავი "ულტრაგრძელი" რეისების შესრულებას შეძლებს. ავიაკომპანიას ასევე აქვს მოლაპარაკებები Airbus-თან, რომელიც 2022 წლიდან A350-ის გრძელმანძილიან ვერსიას წარადგენს. ახალ თვითმრინავს შეუჩერებლად 20 საათზე მეტხანს შეეძლება ჰაერში გაჩერება. Qantas დღეისთვის ლონდონი-სიდნეის რეისს A380-ით ასრულებს, თვითმფრინავი დუბაიში საწვავის შესავსებად ჩერდება.

დღეის მდგომარეობით ყველაზე გრძელი რეისების რეიტინგი ასე გამოიყურება:

10) ნიუ-დელი - ჩიკაგო, 13,270 კილომეტრი, რეისის ხანგრძლივობა - 16 საათი და 55 წუთი, Air India

9) დოჰა - ლოს-ანჯელესი, 13,367 კილომეტრი, რეისის ხანგრძლივობა - 16 საათი და 25 წუთი, კატარის ავიახაზები

8) ჯედა - ლოს-ანჯელესი, 13,409 კილომეტრი, რეისის ხანგრძლივობა - 16 საათი და 55 წუთი, Saudia

7) დუბაი - ლოს-ანჯელესი, 13,420 კილომეტრი, რეისის ხანგრძლივობა - 16 საათი და 35 წუთი, Emirates

6) აბუ დაბი - ლოს-ანჯელესი, 13,502 კილომეტრი, რეისის ხანგრძლივობა - 16 საათი და 30 წუთი, Etihad

5) იოჰანესბურგი-ატლანტა, 13,581 კილომეტრი, ხანგრძლივობა 16 საათი და 50 წუთი, Delta

4) სან-ფრანცისკო - სინგაპური, 13,593 კილომეტრი, ხანგრძლივობა 16 საათი და 30 წუთი, United და Singapore 

3) დალასი-სიდნეი, 13,804 კილომეტრი, ხანგრძლივობა 16 საათი და 55 წუთი, Qantas

2) ოკლენდი-დუბაი, 14,201 კილომეტრი, ხანგრძლივობა 17 საათი და 5 წუთი, Emirates

1) ოკლენდი-დოჰა, 14,536 კილომეტრი, ხანგრძლივობა 17 საათი და 40 წუთი, კატარის ავიახაზები

კომენტარები