ეგვიპტე

ეგვიპტე - ახალი "მოთამაშე" სირიაში

სირიაში ეგვიპტის სახით ახალი, აქტიური "მოთამაშე" გამოჩნდა. როგორც ოფიციალური კაირო აცხადებს, მის მთავარ მიზანს წარმოადგენს სირიის კონფლიქტში მეამბოხე ძალებსა და ბაშარ ალ ასადის რეჟიმს შორის მოლაპარაკებების გზით ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფა.  

აღსანიშნავია, რომ ეგვიპტის ჩართულობა სირიის კონფლიქტში ამერიკის და ისრაელის ინტერესებშიცაა, რადგან ეს გარკვეულწილად გამოიწვევს ირანის გავლენის დაბალანსებას.

ობამას ადმინისტრაციის დროს ვერ მოხერხდა მსგავსი შეთანხმების მიღწევა, მას ცუდი ურთიერთობა ჰქონდა ეგვიპტის პრეზიდენტ ალ-სისისთან. ტრამპის ადმინისტრაციამ დაალაგა ურთიერთობა ეგვიპტესთან და ის რეგიონში ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ გაიხადა.

ეგვიპტემ მიიღო საუდის არაბეთისა და რუსეთის “თანხმობა” მოლაპარაკებების წარმოებაში მეამბოხე ძალებსა და ასადის რეჟიმს შორის, ღუტა აშ-შარკიას და ქალაქ ჰომსის ჩრდილოეთ შემოგარენში. ორივე შემთხვევაში, მოხერხდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა, რომელსაც ეგვიპტის მედიატორობით თავდაპირველად ხელი მოეწერა 22 ივლისს, მოგვიანებით კი აგვისტოს დასაწყისში.

აღნიშნულ ტერიტორიაზე მშვიდობიანი ზონის შექმნაზე შეთანხმდა სირიაში მოქმედი ყველა ძირითადი ძალა: რუსეთი, თურქეთი ირანი და აშშ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის პირველი შეთანხმება სადაც ძირითადი როლი ეგვიპტემ ითამაშა.

კომენტარები