ნარკოდანაშაული

გერმანიის პოლიციამ ტრამპის გამოსახულებიანი 5 000 აბი ექსტაზი ამოიღო

policiinspection

გერმანიის პოლიციამ ექსტაზის დიდი პარტია ამოიღო. ამოღებულია 5 000 MDMA-ს შემცველი აბი, რომელთა საერთო ღირებულება $46 ათასია. 

საეჭვო ავტომობილი გერმანიაში ავტომაგისტრალზე დააკავეს. პოლიციამ დააპატიმრა 51 წლის კაცი 17 წლის შვილთან ერთად. ისინი ავსტრიიდან ნიდერლანდებში მიდიოდნენ. პოლიციამ მათი ჩხრეკის შედეგად დიდი ოდენობით ნაღდი ფული და 5 000 აბი ექსტაზი ამოიღო.

სასამართლომ მათ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარები