საუდის არაბეთი

ქუჩაში მაკარენას ცეკვისთვის საუდის არაბეთში თინეიჯერი დააკავეს

Ahmed Al Omran

საუდის არაბეთის პოლიციის განცხადებით, სამშაბათს 14 წლის ბიჭი დააკავეს, რომელიც ქალაქ ჯედდას ქუჩაში მაკარენას ცეკვავს. დაკავებულის ვინაობა არ ვრცელდება.

ვიდეო, რომელზეც ცეკვაა ასახული, ინტერნეტში 2016 წლის ივლისში გავრცელდა. ვიდეოს საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ზოგმა მას გმირი უწოდა, ზოგი კი თვლის, რომ ეს ამორალური საქციელია. პოლიციამ ის მომხდარიდან ერთ წელზე მეტი დროის გასვლის შემდეგ დააკავა.

მაკარენა ქუჩაში

ბიჭის ეროვნების და შესაძლო სასჯელს შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. ის ამჟამად "შეუფერებელი საჯარო საქციელის" ბრალდებით იმყოფება დაკითხვაზე.

კომენტარები