ესპანეთი

ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის მთავარი ეჭვმიტანილი, მუსა უქაბირი მკვდარია

BBC.com

ბარსელონას ტერაქტში დასახელებული მთავარი ეჭვმიტანილი, 18 წლის მუსა უქაბირი იმ 5 კაციდან ერთ-ერთია, რომელიც პოლიციამ კემბრილსზე ტერაქტის დროს მოკლა.

გუშინ, ბარსელონას ცენტრში სატვირთო ავტომობილი ხალხის მასაში შევარდა, შემდეგ კი ორი შეიარაღებული პირი ახლომდებარე რესტორანში შეიჭრა. სამართალდამცავების ცნობით, სწორედ მუსა უქაბირი მართავდა სატვირთო ავტომობილს.

ტერაქტის შედეგად დაღუპულია 13 ადამიანი, 80-ზე მეტი კი დაშავებულია.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

კომენტარები