სემეკი

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების გამო, სემეკის სხდომაზე პატრული გამოიძახეს

info9.ge

სემეკში ელექტროენერგიის სატარიფო განაცხადების განხილვას სიტყვიერი დაპირისპირება და ხმაური მოყვა. სხდომა ცოტა ხნის წინ შეწყდა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის, მდგომარეობის განსამუხტად სემეკში საპატრულო პოლიცია მივიდა.

სიტყვიერი დაპირისპირება ლეიბორისტული პარტიის წევრების განცხადებებს მოჰყვა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერმა გიორგი გუგავამ სემეკს მოუწოდა, არ დაუშვას ელექტროენერგიის ტარიფის ცვლილება. მან ასევე აღნიშნა, რომ სემეკი ოქტომბერში, არჩევნების დასრულების მერე მიიღებს ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის გადაწყვეტილებას. პარტიის წარმომადგენლებმა სემეკის წევრები ბიძინა ივანიშვილთან და კახი კალაძესთან თანამშრომლობაშიც დაადანაშაულეს.

თელასმა ელექტროენერგიის განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დადგენის მიზნით სემეკ-ს განაცხადით 4 აგვისტოს მიმართა. სემეკ-ის განმარტებით, საუბარია ტარიფების ყოველწლიურ გეგმურ გადახედვაზე. დადგენილი ტარიფი ძალაში 3 წლის განმავლობაში იქნება.

კომენტარები