ტერაქტი ბარსელონაში

კატალონიის პოლიცია: ბარსელონას ტერაქტის საქმეზე ერთი პირია დაკავებული

SPANISH NATIONAL POLICE/ HANDOUT

კატალონიის პოლიციის ცნობით, ბარსელონას ცენტრში მომხდარი ტერაქტის საქმეზე ერთი პირია დაკავებული.

გარდა ამისა, პოლიცია უშუალოდ სატვირთო მანქანის მძღოლის ფოტოსაც აქვეყნებს. ეჭვმიტანილი მაროკოშია დაბადებული დრის უბაქირია.

ადგილობრივი მედია კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ტერაქტის განხორციელებაში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი პირი ლიკვიდირებულია.

კატალონიის შს მინისტრის თქმით, ტერაქტის შედეგად დაღუპულია 13 ადამიანი, 50-ზე მეტი კი დაშავებულია.

ბარსელონას ცენტრში სატვირთო ავტომობილი ხალხის მასაში შევარდა, შემდეგ კი ორი შეიარაღებული პირი ახლომდებარე რესტორანში შეიჭრა.

კატალონიის პოლიციამ თავდასხმას ტერაქტის კვალიფიაკაცია მიანიჭა.

კომენტარები