ტერაქტი ბარსელონაში

ესპანური მედია: ტერაქტის უშუალო შემსრულებელი იუნეს აბუიაქუბი დაკავებულია

AFP/Getty Images

ესპანური მედიის ცნობით, ბარსელონაში განხორციელებული ტერაქტის უშუალო შემსრულებელი იუნეს აბუიაქუბი კატალონიის ქალაქ სან-სადურნიდ ანოიაში დააკავეს.

ესპანეთის პოლიცია ტერორისტის დასაკავებლად რეიდებს ქვეყნის მასშტაბით ახორციელებდა. ძებნა დაწყებული იყო ევროკავშირის მასშტაბითაც.

ბარსელონაში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით დაკავებულია 8 ეჭვმიტანილი, 5 კი ლიკვიდირებულია. 

17 აგვისტოს, ბარსელონას ცენტრში სატვირთო ავტომობილი ხალხის მასაში შევარდა, შემდეგ კი ორი შეიარაღებული პირი ახლომდებარე რესტორანში შეიჭრა.

ტერაქტის შედეგად დაღუპულია 13 ადამიანი, 80-ზე მეტი კი დაშავებულია. დაშავებულთაგან 15-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

ბარსელონაში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

კომენტარები