მცირეწლოვნის გაუპატიურება

გაუპატიურების მსხვერპლმა 10 წლის გოგონამ ბავშვი გააჩინა

hindustantimes.com

ინდოეთში, გაუპატიურების მსხვერპლმა 10 წლის გოგონამ ბავშვი გააჩინა. მას აბორტის გაკეთების უფლება ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ არ მისცა.

გოგონამ ჩანდიგარჰის სახელმწიფო საავდმყოფოში იმშობიარა. ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, მათ ასევე იმედი გამოთქვეს, რომ ბავშვის გადარჩენას მოახერხებენ. ოპერაციას სამი გინეკოლოგი, ანესთეზიოლოგი და პედიატრი ატარებდა.

10 წლის გოგონასთვის უცნობი იყო მისი ორსულობის შესახებ, მას მშობლებმა უთხრეს, რომ მუცელში ქვა ჰქონდა და მის ამოსაღებად ოპერაცია იყო საჭირო. გოგონას მამამ საავადმყოფოს შესთავაზა, რომ ახალდაბადებული ბავშვი ბავშვთა სახლში მოათავსონ.

10 წლის გოგონა რამდენჯერმე გააუპატიურა მისმა ბიძამ. ორსულობის შესახებ კი, მას შემდეგ გაიგეს, რაც გაუპატიურების მსხვერპლს მწვავე მუცლის ტკივილები დაეწყო და საავადმყოფოში მის მშობლებს უთხრეს, რომ ის უკვე 30 კვირის ორსულია. გოგონას ბიძა დაკავებულია.

ინდოეთში აბორტის გაკეთება 20 კვირის ორსულობის შემდეგ დაშვებული არ არის, გამონაკლისის დაშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც დედის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

კომენტარები