უბედური შემთხვევა

პორტუგალიაში, ხის წაქცევის შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი გარდაიცვალა

HOMEM DE GOUVEIA / LUSA

პორტუგალიაში, რელიგიური ფესტივალის დროს, ხის წაქცევის შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი გარდაიცვალა, 35 კი მძიმედ დაშავადა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ფესტივალის მონაწილეები ტაძრის გარშემო იყვნენ შეკრებილები.

თვითმხილველების თქმით, დაშავებულები, მრავლობითი მოტეხილობებითა და თავის არეში მიყენებული დაზიანებებით, საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

ამასთანავე, ტრადიციული პროცესია, რომელიც ფესტივალის ნაწილია, გაუქმდა.

ფესტივალი Festa da Senhora do Monte, რომელიც კუნძულ მადეირაზე იმართება, ათასობით ტურისტს იზიდავს.

კომენტარები