GWP

11 აგვისტოდან 12 აგვისტოს დილამდე ვაკე-საბურთალოს რაიონს წყალმომარაგება შეეზღუდება

ხვალ, 11 აგვისტოს ვაკე-საბურთალოს რაიონში რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება. ამის შესახებ განცხადებას GWP ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, მიზეზი საბურთალოზე ასათიანის ქუჩაზე ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებია.

როგორც განცხადებაში წერია, "ტექნიკური სამუშაოების წარმოებისთვის რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ 11 აგვისტოს, დილის, 12:00 საათიდან, 12 აგვისტოს, დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკე-საბურთალოს რაიონში: ნუცუბიძის და ვაჟა-ფშაველას კვარტლებს; ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, თამარაშვილს და მიმდებარე ქუჩებს; ბაგებს და წყნეთს; სოფ. დიღმის ნაწილს; კიკეთს; კოჯორს".

კომენტარები