ავტოავარია

ვაშლიჯვარში სატვირთო მანქანა შვიდ მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა, არიან დაშავებულები

metro.us

ვაშლიჯვარში სატვირთო მანქანა შვიდ მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა. რუსთავი 2 თვითმხილველებიზე დაყრდნობით წერს, რომ შედეგად, მოქალაქეებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.

პირველადი ინფორმაციით, ავტოავარია სატვირთო მანქანის მუხრუჭის გაუმართაობამ გამოიწვია.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას მძღოლის მიერ, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

კომენტარები