აშშ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობა

მეტისი: ჩრდილოეთ კორეას აშშ-სთან ომის შემთხვევაში რეჟიმის დასასრული ელის

Getty Images

აშშ-ის თავდაცვის მდივანის, ჯეიმს მეტისის თქმით, ჩრდილოეთ კორეას აშშ-სთან ომის შემთხვევაში, "რეჟიმის დასასრული და თავისი ხალხის დაღუპვა ელის". 

"ჩრდილოეთ კორეამ უარი უნდა თქვას თვითიზოლაციასა და ატომური ბომბის ქონაზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სახელმწიფო დეპარტამენტი ამ საფრთხის მოგვარებას ყველანაირი დიპლომატიური ხერხით ცდილობს, მინდა აღვნიშნო, რომ აშშ-ის კოალიციურ ძალებს დღეს აქვთ ყველაზე ზუსტი, გამოცდილი და სანდო თავდაცვითი და თავდამსხმელი ძალები დედამიწაზე", - ამბობს მეტისი.

პენტაგონის ხელმძღვანელის განცხადება პასუხია ჩრდილოეთ კორეის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაზე, რომ მათი სტრატეგიული ძალები კუნძულ გუამაზე მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზაზე ავიაიერიშს განიხილავენ.

კომენტარები