განზრახ მკვლელობა

თბილისში 50 წლის მამაკაცი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს

Getty Images

თბილისში 50 წლის მამაკაცი ურთიერთშელაპარაკების მიადაგზე მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ბრალდებული უკვე დააკავეს. უწყების ცნობით, სამართალდამცავებმა 1973 წელს დაბადებული ვ.ლ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 10 აგვისტოს, გამთენიისას, საკუთარ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობს - 1967 წელს დაბადებულ გ.პ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ვ.ლ. თბილისში, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით, მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
 

კომენტარები