ოკუპაცია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოკუპირებულ აფხაზეთში პუტინის ვიზიტს გმობს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოკუპირებულ აფხაზეთში ვლადიმირ პუტინის ვიზიტს გმობს. ამის შესახებ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

"ვლადიპირ პუტინის ვიზიტი რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს მხარე აფხაზეთში აღიქმება, როგორც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პრინციპების შეუსაბამოდ, რომლის მონაწილე რუსეთია. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას სრულად უჭერს მხარს და გმობს რუსეთის მიერ აფხაზეთის და ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას. ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს მოუწოდებს დააბრუნოს მისი სამხედრო შეიარაღება 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების თანახმად გათვალისწინებულ პოზიციაზე და გააუქმოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება",- წერია განცხადებაში.

გუშინ, ოკუპირებულ აფხაზეთში პუტინმა მარიონეტული რეჟიმის დე-ფაქტო პრეზიდენთან, რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთი მომავალშიც აპირებს აფხაზეთის უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის საიმედო გარანტი იყოს.

პუტინის განცხადება ვიდეო

"რუსეთი აქტიურად გააგრძელებს აფხაზეთის მხარდაჭერას საერთაშორისო ასპარეზზე. აფხაზეთის მოქალაქეები, ასევე, რუსები და სტუმრები, უნდა აცნობიერებდნენ და გრძნობდნენ, რომ საიმედო დაცვის ქვეშ არიან", - ამბობს პუტინი.

კომენტარები