Tav Georgia თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყველაზე პუნქტუალური ავიაკომპანიების რეიტინგს აქვეყნებს. რეიტინგის მიხედვით 2017 წლის ზაფხულის სეზონზე პუნქტუალობით ყველაზე მეტად გერმანული გადამყვანი Lufthansa გამოირჩეოდა.
ავიაკომპანიების რეიტინგი ასე გამოიყურება:
- Lufthansa
- Atlas Global
- Pegasus
- Aeroflot
- Aegean
2017 წლის სექტემბრიდან თბილისის აეროპორტს უფრო მეტი რეისის მიღება შეეძლება.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ექსპლუატაციაში შევიდა მეორე ტერმინალი, რომელიც სრულად ფუნქციონირებას 2017 წლის სექტემბერში დაიწყებს და აეროპორტის წლიურ გამტარუნარიანობას დაახლოებით 4 მილიონ მგზავრამდე გაზრდის (ამჟამად 2.4 მილიონი მგზავრი).
საქართველოდან პირდაპირი ავიარეისების რაოდენობამ 2017 წლის ივნისში მაქსიმუმს მიაღწია - 38 ავიახაზი 87 მიმართულებას ემსახურებოდა, კვირაში კი საშუალოდ 400 ფრენა ხორციელდებოდა. 2017 წლის შვიდ თვეში საქართველოს საჰაერო გზით ვიზიტორთა 21.3% ეწვია, რაც მნიშვნელოვნად აღემატება 2016 წლის იმავე პერიოდში დაფიქსირებულ ნიშნულს (16.1%).