ხანძარი

ვაშაძე: მოვედი როგორც მოხალისე, მოგეხსენებათ კრიზისების მართვის გამოცდილება მაქვს

TV პირველი

"მე მოვედი როგორც მოხალისე, შემიძლია ფიზიკურად შრომა, შემიძლია კრიზისული სიტუაციების მართვა, გამოცდილება მაქვს ამ მხრივ. ლოკალიზებულია ხანძარი, ჯერ სრულად ჩამქრალი არ არის", - ამბობს მთაწმინდაზე, ხანძრის კერასთან მისული პარტია ახალი საქართველოს ლიდერი გიორგი ვაშაძე.

ამ დროისთვის მთაწმინდის ფერდობზე ხანძარი ლოკალიზებულია. მის ჩაქრობაში მონაწილეობა 70-მდე მეხანძრემ მიიღო.

თბილისის მერის თქმით, ხანძრის ჩაქრობის პროცესში ვერტმფრენების ჩართვა არ მოხდება, რადგანაც "ღამის საათებში ვერტმფრენის გამოყენება არის ძალიან სარისკო."

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით დამწვარია 2 ჰეტარის ფართობის მწვანე ნარგავები.

შსს-ში ხანძარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები