ავტოავარია

ახალციხეში, მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანების შეჯახებისას, მამაკაცი დაიღუპა

metro.us

ახალციხეში, მსუბუქი ავტომობილისა და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად, მამაკაცი დაიღუპა. ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ჭაჭარაქში მოხდა. გარდაცვლილია მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, 1983 წელს დაბადებული მამაკაცი.

„სატვირთო მანქანის მძღოლს მხოლოდ ნევროტულობა აღენიშნებოდა, ამდენად სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას არ საჭიროებდა“, – უთხრეს სამხრეთის კარიბჭეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო. აღნიშნული გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

კომენტარები