პირადად მე, გიორგი სიგუას, ამ ყველაფრის მერე არც მეფესტივალება და არც გართობა მინდა. იმის მაგივრად, რომ მე თქვენ გესაუბროთ გართობაზე, მიწევს იმის თქმა, რომ არ ვარ ნარკობარონი და რომ არავისთან ვარ შეკრული. ნარკოტიკების გავრცელებაზე პასუხისმგებელია ის ხალხი, ვინც ავრცელებს და პასუხისმგებლობა იმ ადამიანების პირადი, ვინც ამ ნარკოტიკებს ღებულობს. ჩვენ ვსაუბრობთ ერთთვიან კურორტზე, რომელსაც 32 დღის განმავლობაში 10 000 ადამიანს ატარებს და ამდენ ადამიანში ნარკოტიკიც ექნება ვიღაცას ჯიბეში, ვიღაც შებოლილი თევზითაც მოვა, ვიღაც გადაყლაპულიც შემოვა და ა.შ. როდესაც საქმე გვაქვს ამხელა ღონისძიებაზე, შეუძლებელია, გააკონტროლო, ვის რა აქვს ჩაყლაპული და რა აქვთ ჯიბეში. არც ნარკორეალიზატორები და არც ნარკომომხმარებლები მე არ მითანხმებენ საიდან შემოდის ნარკოტიკები.
tbl.ge/2fyg
დაკოპირდა

ინტერპრესნიუსის ცნობით, GEM FEST-ის ორგანიზატორი გიორგი სიგუა.
ამავე თემაზე
- ქონების სააგენტო Gem Fest-ს ფესტივალისთვის მიწის გადაცემაზე უარს ეუბნება
- ეკონომიკის მინისტრი: ჩემი პოზიცია იქნება, რომ GEM FEST-ი აღარ დავაფინანსოთ
- საგამოძიებო სამსახური Gem Fest-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
- ფინანსური პოლიცია: Gem Fest-ზე საქმე მოტყუებით ქონებრივი დაზიანების მუხლით აღიძრა
- ფინანსური პოლიცია: Gem Fest-ზე სავარაუდოდ ფინანსური დარღვევები იყო