აშშ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობა

ჩრდილოეთ კორეა: აშშ-ს ახალი სანქციები ძვირად დაუჯდება

AFP

ჩრდილოეთ კორეის მთავრობის განცხადებით, მათ წინააღმდეგ გაეროს მიერ მიღებული სანქციები, აშშ-ს "ძვირად დაუჯდება".

ოფიციალური ფხენიანის შეფასებით, სანქციები, რომლებიც ჩრდილოეთ კორეას გაეროს უშიშროების საბჭომ დაუწესა, ქვეყნის "სუვერენიტეტის უხეში დარღვევა იყო".

გაეროს უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეის წინააღღმდეგ მორიგი სანქციების დაწესების შესახებ რეზოლუციას მხარი 5 აგვისტოს დაუჭირა.

რეზოლუციის მიხედვით, ჩრდილოეთ კორეიდან რკინის, ქვანახშირის, ტყვიის, ნახშირბადისა და ზღვის პროდუქტების იმპორტი აიკრძალება. გარდა ამისა, საბანკის ანგარიში გაეყინებათ ჩრდილოეთ კორეის საგარეო სავაჭრო გემებს, რომლებმაც გაეროს რეზოლუცია დაარღვიეს. ასევე, მათ აეკრძალათ გაეროს წევრი ქვეყნების პორტში შესვლა. 

აშშ-მა ახალი სანქციების რეზოლუციის პროექტი მას შემდეგ შეიმუშავა, რაც 28 ივლისს ჩრდილოეთ კორეამ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა.​

კომენტარები