მცოცავი ოკუპაცია

დავით ბაქრაძემ ახალგაზრდებთან ერთად, მცოცავი ოკუპაცია გააპროტესტა

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ახალგაზრდებთან ერთად, მცოცავი ოკუპაცია გააპროტესტა. ისინი ერგნეთში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ. 

"ევროპული საქართველო ამ აქციით აჩვენებს, რომ ჩვენ არასოდეს შევეგუებით იმ უსამართლობას, რომელიც მოგვახვია რუსეთმა. აქ, ამ ადგილიდან, პირდაპირ ჩანს ცხინვალი, 500 მეტრია ცხინვალამდე, აქ გადის საოკუპაციო ხაზი და ეს არის ის ხაზი, რომელიც საქართველოს მიწის გარდა, ასევე გადის ნებისმიერი ქართველი პატრიოტის გულზეც. ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება ქვეყნის გამთლიანება" - თქვა ბაქრაძემ.

 

კომენტარები