ავტოავარია

თერჯოლაში ავტოავარიას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა, ერთი კი, დაშავდა

თერჯოლის რაიონის სოფელ ჩხარში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი, დაშავდა. ინტერპრესნიუსის ცნობით, გარდაცვლილები, სავარაუდოდ, არასრულწლოვნები არიან. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა. 

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

კომენტარები