გატაცება ოკუპირებული ტერიტორიიდან

რუსმა ოკუპანტებმა გორის რაიონიდან ორი ადამიანი გაიტაცეს

radiotavisupleba.ge

რუსმა ოკუპანტებმა გორის რაიონიდან ორი ადამიანი გაიტაცეს. ამის შესახებ ინფრომაცია, ტაბულას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. ოკუპანტებმა ორი ადამიანი სოფელ ფლავისმანის მიმდებარე ტერიტორიიდან საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის გამო დააკავეს. საოკუპაციო ძალების წარმომადგენებმა ისინი მაშინ აიყვანეს როცა საქონელს მწყემსავდნენ.

სუს-ინფორმაციით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშრის სადამკვირვებლო მისია.

შემთხვევა გუშინ მოხდა. გატაცებულები სავარაუდოდ ცხინვალის იზოლატორში არიან გადაყვანილები, თუმცა ოჯახებს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია.

კომენტარები