აშშ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობა

ტილერსონი ჩრდილოეთ კორეას: ჩვენ არ ვართ თქვენი მტრები

Reuters

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის თქმით, აშშ-ის მთავრობა არ ცდილობს ჩრდილოეთ კორეაში რეჟიმი შეცვალოს.

"ჩვენ არ ვართ თქვენი მტრები, მაგრამ თქვენ წარმოადგენთ ჩვენთვის მიუღებელ საფრთხეს, რის გამოც გვიწევს პასუხის გაცემა. ჩვენ იმედი გვაქვს რომ რაღაც ეტაპზე ისინი დაიწყებენ ამის გაგებას. ჩვენ გვსურს მათთან დიალოგი", - თქვა ტილერსონმა.

ტილერსონის განცხადება ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რაკეტების მორიგ გამოცდას მოყვა.

ოფიციალური ფხენიანის მტკიცებით, მათ მიერ ბოლოს გამოცდილ კონტინენტთაშორის რაკეტას შეუძლია აშშ-ის ტერიტორიამდე მიაღწიოს.

კონტინენტთაშორისი რაკეტა ჩრდილოეთ კორეამ 28 ივლისს, კიმ ჩენ ინის ბრძანებით გამოსცადა.

კომენტარები