კომუნიკაციები

საქართველოში მოქმედი მობილური ოპერატორების რეიტინგი

hifipublic.com

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-მაისში საქართველოს მოსახლეობამ მობილურ კავშირგაბმულობაში 182.9 მილიონი ლარი (მოცემულია დღგ-სა და აქციზის გარეშე) გადაიხადა, ეს 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 17 მილიონით, ანუ 10%-ით მეტია. შემოსავლების ყველაზე მაღალი, 19%-იანი ზრდა წელს მაგთის აქვს.

ეს 182 მილიონი ლარი ოპერატორების მიხედვით ასე ნაწილდება:

  1. მაგთი - 88.7 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 19%
  2. ჯეოსელი - 64.3 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 5.3%
  3. მობიტელი (ბილაინი) 28.8 მილიონი ლარი, კლება წინა 1.1%
  4. სილქნეთი - 639 ათასი ლარი, კლება წინა წელთან 12.4%
  5. ჯიმობაილი - 216 ათასი ლარი, ზრდა წინა წელთან 22%
  6. გლობალ სელ - 171 ათასი ლარი, ზრდა წინა წელთან 0.7%

მობილური ოპერატორების რეიტინგი აბონენტების მიხედვით:

  1. მაგთი - 1,973,853 აბონენტი
  2. ჯეოსელი - 1,737,853 აბონენტი
  3. ბილაინი - 1,246,100 აბონენტი
  4. სილქნეთი - 19,703 აბონენტი
  5. ჯიმობაილი - 894 აბონენტი
  6. გლობალ სელ - 293 აბონენტი

კომუნიკაციების კომისიის სტატისტიკით, ამ აბონენტებმა 5 თვის მანძილზე 2.35 მილიარდი სატელეფონო ზარი განახორციელეს, რაც წინა წელთან შედარებით 45 მილიონი ზარით, ანუ 1.8%-ით ნაკლებია.

შემცირების უფრო მკვეთრი ტენდენცია შეიმჩნევა გაგზავნილი SMS-ების რაოდენობაში. იანვარ-მაისში სულ 1.8 მილიარდი SMS გაიგზავნა, რაც 2016 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 287 მილიონი SMS-ით, ანუ 13%-ით ნაკლებია.

SMS-ებისა და სატელეფონო ზარების რაოდენობის შემცირება სავარაუდოდ, ონლაინ კომუნიკაციების განვითარებას უკავშირდება, რომლის მეშვეობით შეყტობინებების გაგზავნა უფასოა.

კომენტარები