NDI-ის კვლევა

NDI: გამოკითხულთა 62%-ს გადაწყვეტილი არ აქვს, ვის მისცემს ხმას არჩევნებზე

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 62%-ს გადაწყვეტილი არ აქვს, ვის მისცემს ხმას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. 35%-მა უკვე გადაწყვიტა, 3%-მა არ იცის, ხოლო 1%-მა პასუხზე უარი განაცხადა.

ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით, ყველაზე მეტი გადაუწყვეტელი (68%) 18-35 წლამდე ახალგაზრდებშია, ყველაზე ნაკლები კი (57%), 56 წელს ზემოთ მოსახლეობაში.

რაც შეეხება დასახლებებს, ყველაზე მეტი გადაუწყვეტელი ამომრჩეველი (69%) უმცირესობათა დასახლებებშია, ყველაზე ნაკლები (59%) - თბილისში.

ამასთან, გამოკითხულთა 57%, სავარაუდოდ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მისვლას აპირებს, 43% - არა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სავარაუდო მონაწილეთა 47%-ს გადაწყვეტილი აქვს, ვის მისცემს ხმას, 50%-ს - არა. 

კვლების საველე სამუშაოები ჩატარდა 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს ატარებს CRRC-საქართველო.

ცდომილების ზღვარია +/-2.2%.

კომენტარები