NDI-ის კვლევა

NDI: 82% - მუხთარლის გატაცებაზე პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აიღოს

აფგან მუხთარლი
Azadliq.org

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების შესახებ გამოკითხულთა 72%-მა იცოდა, 26%-მა არა.

მათგან, ვინც იცოდა გატაცების შესახებ, 82% ფიქრობს, რონ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რადგან აკისრია ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულება.

ამასთან, 78% ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რადგან ვერ უზრუნველყო გატაცების შეჩერება.

მხოლოდ 14% ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ ეკისრება პასუხისმგებლობა მომხდართან დაკავშირებიოთ.

NDI-ის კვლევის თანახმადვე, გამოკითხულთა 56% მიიჩნევს, რომ აფგან მუხთარლის საქმე საქართველოს რეპუტაციაზე უარყოფით გავლენას მოახდენს. 15%-ის აზრით, არანაირ გავლენას, ხოლო 2%-ის - დადებით გავლენას.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს ატარებს CRRC-საქართველო.

ცდომილების ზღვარია +/-2.2%.

კომენტარები