კახეთში, ყვარლის რაიონის სოფელ გავაზთან ავტოავარიას სამი ახალგაზრდა ემსხვერპლა, ორი კი, მძიმედ დაშავდა. მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა და რამდენჯერმე ამობრუნდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდები სოფელ გავაზის მცხოვრებლები არიან.
ორი დაშავებული მძიმე ტრავმებით ყვარლის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე სამაშველო ჯგუფები და პოლიცია იყო მობილიზებული.





