ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 57% ფიქრობს, რომ ადამიანმა ნებისმიერი სახის ნარკოტიკის (მარიხუანა, ინტრავენური, აბები და ა.შ) პირადი მოხმარებისთვის, საპატიმრო სასჯელი არ უნდა მოიხადოს. 36% მიიჩნევს, რომ პირადი მოხმარებისთვის ციხის სასჯელი უნდა იყოს, ხოლო 7%-მა არ იცის.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს ატარებს CRRC-საქართველო.
ცდომილების ზღვარია +/-2.2%.





