NDI-ის კვლევა

NDI: გამოკითხულთა 62% თავს დასაქმებულად არ თვლის

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ბოლო კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 62% თავს დასაქმებულად არ თვლის. მათგან 39% ამბობს, რომ უმუშევარია და სამსახურს ეძებს, 23% პენსიონერია და არ არის დაინტერესებული სამსახურის პოვნით, 13% დიასახლისია, ხოლო 6% - სტუდენტი.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს ატარებს CRRC-საქართველო.

ცდომილების ზღვარია +/-2.2%.

კომენტარები