ოკუპირებული ტერიტორიები

FCO: რუსეთის ქმედებებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდგომარეობა გააუარესა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ოფისი ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის კუთხით 2016 წელს გადადგმული ნაბიჯების შეჯამებას აქვეყნებს.

ბორის ჯონსონის ოფისის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბარი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შესახებაც არის.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2016 წელს რუსეთის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ორივე რეგიონში არსებული მდგომარეობა გააუარესა.

"რთული მდგომარეობა იყო გადაადგილების თავისუფლების მხრივ, მაცხოვრებლებისთვის შეზღუდული იყო საჭირო დოკუმენტაციაზე წვდომა, დაკეტეს სასაზღვრო პუნქტები და ადმინისტრაციულ საზღვრებთან გაავლეს მავთულხლართები. შეზღუდეს რეგიონში ქართული ენის სწავლის საშუალება. მიიღეს კანონები, რომლის საშუალებითაც რეგიონში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს საცხოვრებელისა და საკუთრების უფლებას უზღუდავენ. ბრიტანეთის მთავრობა მთელი წლის განმავლობაში მოუწოდებდა რუსეთსა და დე-ფაქტო ხელისუფლებას ორივე რეგიონში, მიეცათ უფლება საერთაშორისო ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციებისთვის რეგიონებში მუშაობის საშუალება. ამის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა 2016 წლის ნოემბერში, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ოფისის ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა სერ ალან დუნკანმა საქართველოში ვიზიტისას", - წერია ანგარიშში.

ანგარიშში ისიც ხაზგასმულია, რომ პროგრესის არ ქონის მიუხედავად ბრიტანეთი 2017 წელსაც განაგრძობს რუსეთისთვის ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ მოწოდებებს.

კომენტარები