ე.წ ქართული მარში

ჩერგოლეიშვილი: ესენი არიან ეროვნული ღირებულებების მანტიით შემოსილი გარყვნილები

ჩვენ ამ ხალხის ["ქართული მარშის" ორგანიზატორები] რეალური სახე დავინახეთ, რა სიტყვებით ემუქრებოდნენ 25 წლის ქალს, ემუქრებოდნენ ჯგუფური გაუპატიურებით. საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა დაინახოს ამ ხალხის რეალური სახე, - ისინი არიან ეროვნული ღირებულებების მანტიით შემოსილი გარყვნილები. მაგრამ მთავარი აქ სხვა რამ არის, მთავარია რუსეთი და მისი პროპაგანდა.

რუსეთის საინფორმაციო ომი აგებულია შიშზე - ძირითადად ის სამ შიშს ემყარება:

1. თავად რუსეთის შიშს, რომ უძლეველია და დასავლეთთან რაც უნდა გაუვა - არასოდეს ასე არ მომხდარა და არც ახლა მოხდება. დიდი ანგარიშით იგებს დასავლეთი

2. შიმშილის შიში - დასავლური ბაზრები ხელმიუწვდომელია, იქ არავის უნდიხართ, კალაძის ცნობილი პასაჟი - ვის რად უნდა ევროპაში ჩვენი ღვინო, რუსეთის ბაზარს უნდა მივებათ, თორემ შიმშილით დავიხოცებით.

3. გარყვნის შიშზე - დასავლეთი გაგათახსირებს, აი რუსეთი - ერთმორწმუნეა, ტრადიციული ღირებულებების დამცველი. არ განვითარდე, არ გაიცნო უცხო, არ მიიღო ახალი - თორემ გაირყვნები, ტრადიციებს დაკარგავ, გადაჯიშდები.

რუსეთის სტრატეგია გასაგებია, გასაგებია რატომაც სურს შიშების და ფობიების გავრცელება. შიშით მოცული საზოგადოებები ვერ ვითარდებიან, თავისუფალ სამყაროსთან კონკურენციას ვერ უძლებენ, ღარიბებად რჩებიან. მათზე გავლენა იოლი შესანარჩუნებელია - უფრო იოლად ათქმევინებ უარს თავისუფლებაზე.

ამ შიშებს რუსეთი ცხადია თავისი სახელით ვერ გაავრცელებს - საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა უმრავლესობამ ძალიან კარგად იცის რომ რუსეთი მტერია - ამიტომ ამ შიშებს ეროვნულ სამოსში ფუთავს და პროპაგანდისტული მანქანის მეშვეობით ავრცელებს, რომლის ჭანჭიკებიც გია კორკოტაშვილი, სანდრო ბრეგაძე, ლევან ვასაძე და სხვა პრიმიტივი ნეოფაშისტები არიან.

ნეოფაშისტური ჯგუფების არსებობაში განსაკუთრებული არაფერია - ცალკე აღებულნი, ისინი მხოლოდ მხდალი კლოუნები არიან. მაგრამ განსაკუთრებულია ამ ჯგუფების მმართველ ძალასთან სიახლოვე. განსაკუთრებული და აღმაშფოთებელია მათი ხელისუფლებასთან სიახლოვით და ხელისუფლების მფარველობით გამოწვეული თავგასულობაც.

ფაშისტური მარშის ლიდერებმა გაბედეს და 25 წლის ქალს ღიად, საჯაროდ და თავხედურად, ჯგუფური გაუპატიურებით დაემუქრნენ. 

ტაბულას დირექტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი ტელეკომპანია პირველის გადაცემა რეაქციაში სტუმრობისას

კომენტარები