ე.წ ციანიდის საქმე

მეუფე პეტრე: ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდების მხარის დამოკიდებულება ტენდენციურია

exclusivenews.ge

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ ე.წ ციანიდის საქმის სასამართლო სხდომაზე დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ აღნიშნა, რომ ბრალდების მხარე მიკერძოებულია.

"ძალიან ვწუხვარ, რომ კიდევ ერთხელ გამოჩნდა ტენდენციურობა და მიკერძოებულობა ბრალდების მხარის მხრიდან. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რატომ სჭირდებოდათ მათ სასამართლო პროცესების დახურვა და რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. აშკარად გამოჩნდა, რომ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში არიან. ძალიან მიკერძოებულია ბრალდების მხარის დამოკიდებულება და ცდილობენ, თავისი დავალების შესრულებას, ამოცანა იქნეს გამართლებული, დარწმუნებული ვარ საქართველოში იზეიმებს სამართლიანობა და მართლმსაჯულება იტყვის თავის სათქმელს", - თქვა მეუფე პეტრემ.

მეუფე პეტრემ დარბაზში შესვლამდე თქვა, რომ აპირებდა ემხილა ის სამარცხვინო გადაწყვეტილება რის გამოც ე.წ ციანიდის საქმის პროცესები დახურულია.

კომენტარები