უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტის სტადიონზე, სადაც სპორტის საწყლოსნო სახეობებში მსოფლიო ჩემპიონატი იმართება, რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებს პოლიციამ იმ მაისურების გახდა აიძულა, რომელზეც ხუთქიმიანი წითელი ვარსკვლავი და წარწერა "საბჭოთა კავშირი" იყო გამოსახული.
Lenta.ru-ს ცნობით, უნგრელმა სამართალდამცავებმა რუსეთის ქალთა და ვაჟთა წყალბურთელთა ნაკრებების სამწვრთნელო შტაბს განუმარტეს, რომ საბჭოთა სიმბოლიკა უნგრეთში ფაშისტურ სიმბოლიკასთანაა გათანაბრებული და კანონითაა აკრძალული.