ე.წ ქართული მარში

დღეს, 19:00-ზე ქალთა სოლიდარობის მარში გაიმართება

დღეს, 19:00 საათზე აღმაშენებლის გამზირზე “უთანასწორობის, ძალადობისა და ჩაგვრის წინააღმდეგ” ქალთა სოლიდარობის მარში გაიმართება.

აქციის მონაწილეების მოთხოვნებია:

  • დაისაჯონ მოძალადეები, რომლებიც ჯგუფური გაუპატიურებით ემუქრებოდნენ ქალს.
  • მივიღოთ კანონი სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ. 
  • ხელისუფლება და პოლიტიკური პარტიები ღიად გაემიჯნონ ძალადობას და ფაშიზმს.
  • მედიამ შეწყვიტოს სიძულვილის ენის და ფაშისტური რიტორიკის ტირაჟირება და არ მიიწვიონ გადაცემებში ის ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან ძალადობრივი მოწოდებებით.

"რამდენიმე დღის წინ ჩატარდა ე.წ. "ქართველთა მარში", რომელთა წევრებმაც ქვეყანაში არსებული რეალური სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების წინ წამოწევის ნაცვლად, ღიად დაიწყეს ფაშისტური განცხადებების გაჟღერება, მათი ქსენოფობიური და რასისტული მოწოდებები მალევე გადაიზარდა კონკრეტულ ქალებზე ჯგუფური ძალადობისა და გაუპატიურების მუქარაში.

ბოლო დროს ქვეყანაში ისედაც გახშირებული ფემიციდის ფონზე მოძალადის შემდეგი მსხვერპლი შეიძლება თითოეული ჩვენგანი გახდეს. განსაკუთრებით, მაშინ რაც ჩათვლიან, რომ ქალებმა ხმა არ უნდა ამოიღონ ძალადობაზე.

ჩვენ ვერ გაგვაჩუმებს მუქარა და სიძულვილი! ჩვენ არ მოვითმენთ ჩაგვრასა და ძალადობას! დროა, ომი გამოვუცხადოთ მჩაგვრელს. გავერთიანდეთ სიძულვილის წინააღმდეგ და დავრწმუნდეთ, რომ უთანასწორობასთან ბრძოლაში ჩვენი ერთსულოვნება და სოლიდარობა გადამწყვეტია" - აცხადებენ ორგანიზატორები.

დღესვე, 22:00-ზე, ე.წ ქართველთა მარშის საპასუხოდ, გაიმართება აქცია - "მოვრეცხოთ მარჯანიშვილის მოედანი".

    კომენტარები