ბუნებრივი აირი

სემეკმა თბილისში გაზის სამომხმარებლო ტარიფი გაზარდა

pennystockresearch

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე თბილისში გაზის სამომხმარებლო ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

თბილისის მოსახლეობას გაზის ტარიფი 1 კუბურ მეტრზე დაახლოებით, ნახევარი თეთრით გაუძვირდა.

აქამდე მოქმედი ტარიფი თბილისში გაზის მომხმარებლებისთვის 1 კუბურ მეტრზე დაახლოებით, 45.620 თეთრი იყო, დღეს კი სემეკმა 1 კუბურ მეტრზე 46.153 თეთრი დაადგინა.

ასევე, სემეკმა გუშინ მიღებული გადაწყვეტილებით სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებულ "გაზის ტრანსპორტირების კომპანიას" ტარიფი გაუზარდა, ეს კი ნიშნავს, რომ სახელმწიფო კომპანია ბუნებრივი აირის პირდაპირ მომხმარებლებსა და კერძო გამანაწილებლებს გაზს უფრო ძვირად მიაწვდის. 

ქვეყანაში ბუნებრივი აირის ტარიფები 2005 წლის 31 დეკემბრის შემდგომ არ გადახედილა. ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით, სემეკი გაზის ტარიფის ყოვეწლიურ გადახედვას დაიწყებს.

კომენტარები