ე.წ ქართული მარში

Salio გია კორკოტაშვილის მხრიდან მუქარაზე: სამწუხაროდ, Facebook-ი გაუტეხეს

SALIO
ნათია სოფრომაძე / ტაბულა

გია კორკოტაშვილის შვილი Salio წერს, რომ მამამისს Facebook გაუტეხეს. მას არ სჯერა, რომ თათია დოლიძეს ჯგუფური გაუპატიურებით გია კორკოტაშვილი ემუქრებოდა. 

ამასთან, სალომე კორკოტაშვილის თქმით, მას ემუქრებიან და აგინებენ.

"არ ვიცი, როგორ გამოვხატო ჩემი გულის ტკივილი! მირეკავენ ჟურნალისტები და აინტერესებთ, რას ვფიქრობ ამ თემასთან დაკავშირებით!

მე საქართველოს სიყვარული ჩემმა მშობლებმა მასწავლეს. ჩემი მთავარი მოტივია, რომ ჩვენი ქვეყნისთვის კარგი საქმე ვაკეთო. ვინც მიცნობს და იცის, როგორ ვცხოვრობ და როგორ ვშრომობ იმისთვის, რომ მთელ მსოფლიოს გავაგებინო, როგორი მუსიკალური და ნიჭიერი ხალხი ვართ საქართველოში.

ყველას სხვადასხვა აზრი გვაქვს, მაგრამ გთხოვთ, ნუ დაესევით ერთმანეთს. ყველას კარგი გვინდა ჩვენი ქვეყნისთვის, გინებით და ლანძღვით ვერ მივაღწევთ ვერაფერს კარგს. ყველას გვაქვს იმის საშუალება, რომ ვილაპარაკოთ ღიად პრობლემებზე და ცივილიზებულად გადავწყვიტოთ პრობლემები. ნუ მემუქრებით და ნუ მაგინებთ" - წერს სალომე კორკოტაშვილი.

ცნობისთვის, Facebook პოსტში, რომელიც ახლა უკვე წაშლილია, ე.წ ქართული მარშის ორგანიზატორები, პატრიოტთა ალიანსის წევრი კონსტანტინე მორგოშია, გია კორკოტაშვილი, მიხეილ ამისულაშვილი და სხვები თათია დოლიძეს ჯგუფური გაუპატიურებით ემუქრებიან. მოგვიანებით, მათ Facebook-ის პოსტი და კომენტარები წაშალეს და განაცხადეს, რომ ყალბი გვერდების მეშვეობით სხვები იმუქრებოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თათია დოლიძის მიმართ მუქარაზე გამოძიება დაიწყო. დოლიძე გუშინ თბილისის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

კომენტარები