ყალბი ფული

საგამოძიებო: პირმა თურქეთის მოქალაქეზე 9 ცალი ყალბი 500-ევროიანი გაასაღა

ფინანსთა სამინსიტრო

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღებაზე ერთი პირი დააკავეს - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, ბრალდებულმა ბათუმში მდებარე ერთ-ერთ სამორინეში, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეზე გაცემული პასპორტის გამოყენებით, 9 ცალი 500-ევროიანი ყალბი კუპიურა გაასაღა.

"ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია საერთო ჯამში 11 ცალი 500 ევროიანი ყალბი კუპიურა, ასევე ხსენებულ პირზე გაცემული როგორც საქართველოს, ასევე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტები",- წერია განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

კომენტარები