გუშინ, ქსენოფობიური შეკრება ე.წ. ქართველთა მარშის ორგანიზატორები გაეროში საქართველოს ყოფილ ახალგაზრდა ელჩს თათია დოლიძეს Fb-სტატუსის გამო ჯგუფური გაუპატიურებით დაემუქრნენ. მოგვიანებით, მათ Facebook-ის პოსტი და კომენტარები წაშალეს და განაცხადეს, რომ ყალბი გვერდების მეშვეობით სხვები იმუქრებოდნენ.
პოსტის წაშლამდე, შეურაცხმყოფელი განცხადებები ასე გამოიყურებოდა.
მუქარის ავტორები არიან:
კონსტანტინე მორგოშია - პატრიოტთა ალიანსის წევრი, ბიზნესმენი.
გია კორკოტაშვილი - მოძრაობა "ქართული მისიის" ხელმძღვანელი, ტელეწამყვანი.
მიხეილ ამისულაშვილი - მოძრაობა "ეროვნულების" წევრი.
რამაზ გაგნიძე - ე.წ პოლიტპატიმარი, ბიზნესმენი.
გიორგი ონიანი - ე.წ ქართული მარშის აქტიური წევრი, "ობიექტივის" ხშირი სტუმარი
მსვლელობის ორგანიზატორთა განცხადებები მაღალი ალბათობით დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.