აბესაძეს აღკვეთის ღონისძიებას დღეს შეუფარდებენ, პროკურატურა პატიმრობას ითხოვს

თბილისის საქალაქო სასამართლო მერიის თანამშრომლის ოთარ აბესაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე დღეს იმსჯელებს. პროცესი 12:00-ზეა ჩანიშნული. ბრალდების მხარე აბესაძისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ბრალდებით თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე ორი დღის წინ დააკავა. მას გამოძიება 3000 აშშ დოლარის ოდენობის ქრთამის მოთხოვნას და აღებას ედავება. აბესაძეს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება.  

ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს.

ოთარ აბესაძე ქართული ოცნების აქტიური წევრია 2012 წლიდან. ის ხელმძღვანელობდა კოალიცია ქართული ოცნების ახალგაზრდულ ორგანიზაციას და იკავებდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩევლის პოსტს.

კომენტარები