ხანძარი

ფოთში ხანძარი ჩააქრეს, წინასწარი ინფორმაციით, 70-მდე მაღაზია დაიწვა

რუსთავი 2

ფოთის ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე სავაჭრო ცენტრში გაჩენიი ხანძარი ლოკალიზებულია. რუსთავი 2-ის ცნობით, დაზარალებული მოვაჭრეების ნაწილი ტერიტორიაზე შევიდა და პროდუქცია გაიტანა. ისინი ეჭვობენ, რომ ცეცხლი განგებ გაჩნდა და აღნიშნავენ, რომ ღამით, ტერიტორიაზე ელექტროენერგია ითიშება.

ფოთის ბაზრის ტერიტორიაზე შერეული საქონლით ვაჭრობენ. ადგილზე სულ 150-მდე სავაჭრო ობიექტია განთავსებული. წინასწარი ინფორმაციით, დღეს გაჩენილი ხანძრის შედეგად, 70-მდე მაღაზია დაიწვა. 

კომენტარები