რუსეთ-საქართველო

სოფიო ქაცარავამ ეუთო-ს ასამბლეის დელეგატებს მიმართა და რუსულ აგრესიაზე ისაუბრა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესიის ფარგლებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, სოფიო ქაცარავამ, ასამბლეის დელეგატებს სიტყვით მიმართა და რუსულ აგრესიაზე ისაუბრა. 

ქაცარავამ რამდენიმე დღის წინ სოფელ ბერშუეთში საოკუპაციო ხაზის გადმოწევასა და ე.წ საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების უკანონო აღმართვის ფაქტზე ისაუბრა. 

"მიუხედავად ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატისა, რუსეთის მხრიდან ანექსიის გაგნგრძობადობის ფაქტები კვლავაც გრძელდება. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება ადამიანის უფლებების ხელყოფა და ადგილობრივ მოსახლეობას თავისუფლად გადაადგილების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის საშუალება არ ეძლევა. იმედს გამოვთქვამ, ეუთო-ს ფარგლებში მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ორმხრივ, მრავალმხრივ და რეგიონული თანამშრომლობის ფარგლებში უსაფრთხოების, სტაბილურობის, საერთო გამოწვევების და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების კუთხით ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმევა და შესაბამისი შედეგი მიიღწევა," - თქვა სოფიო ქაცარავამ.

კომენტარები