ნარკოდანაშაული

საქალაქო სასამართლომ ნარკოდანაშაულში ბრალდებული მიხეილ თათარიშვილი გაამართლა

მიხეილ თათარიშვილი

საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიძის მეგობარი მიხეილ თათარაშვილი, რომელსაც ბრალი ნარკოდანაშაულში ედებოდა.

თათარიშვილი 15 მარტს დააკავეს, თუმცა, ის აცხადებდა, რომ პოლიციელებმა მას ნარკოტიკი ჩაუდეს.

ამასთან, პრეზიდენტის შვილი ანა მარგველაშვილი თათარიშვილის დაკავებას მისი ოჯახზე ზეწოლას უკავშირებდა.

მიხეილ თათარიშვილი 27 ივნისს სასამართლომ 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. გამოძიება მას 18 აბი სუბოტექსის შეძენა-შენახვას ედავებოდა.

კომენტარები